სამართალი
სოფელ სულდაში სატვირთო ავტომობილი 7 წლის ბავშვს დაეჯახა
დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, 7 წლის გოგონას სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ბავშვის მშობლები სასწრაფო დახმარების ჯგუფს არ დაელოდნენ და დაშავებული საავადმყოფოში თავად გადაიყვანეს. JNEWS-ის ინფორმაციით, მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა მოზარდს სასწრაფო დახმარების ავტომობილით თბილისში გადაიყვანენ.

სულდის ცენტრში შეკრებილი მამაკაცები ამბობენ, რომ სატვირთოები სოფელში ყოველთვის დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან. ისინი ჩივიან, რომ ფეხით მოსიარულეებს საფრთხე ყოველდღე ექმნებათ.

„ძლივს გააჩერა, დიდი სიჩქარით მიდიოდა“, - ამბობენ თვითმხილველები.

ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე მიდიოდა, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარე შენობაში ტარდება.
| Print |