სამართალი
შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერტმფრენების - „სუპერ პუმას“ და ვერტმფრენ „მი – 8“-ს გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 „სუპერ პუმა“ 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის იყო შესყიდული საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ „სუპერ პუმის“ გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში - ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად.

შსს-ს ცნობითვე, ვერტმფრენი „მი – 8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

უწყების განმარტებითვე, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

განცხადება ვრცლად:

შეგახსენებთ, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ.
| Print |