სამართალი
რა გახდა ყოფილი დეპუტატის დაკავების მიზეზი - დეტალები ახალქალაქიდან
სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი აშოტ საარიანი ახალქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, იგი პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში ჩაერია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილების დასაკავებლად, ქალაქის ცენტრში ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ჩარეულიყო პროცესში, აშოტ საარიანმა ყურადღება არ მიაქცია და პოლიციელებს საქმიანობაში ხელი შეუშალა.

ყოფილი დეპუტატი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ქმედება ჯარიმით 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში საკრებულოს ყოფილ დეპუტატსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 10 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა.

jnews.ge
| Print |