Error
სამართალი
250 ლარიანი ჯარიმა მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმს
   ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმ მოქალაქეს 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც აღნიშნულმა პიროვნებებმა ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადონ.   11–ვე მუსლიმი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ისინი ამ წუთებში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსკენ მიემართებიან. გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ 11 პიროვნებას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით წარედგინა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაახლოებით ოთხი საათის წინ გათავისუფლდა სამი პიროვნება ბორჯომის პოლიციიდან, რომელთაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. იგი პოლიციის მიმართ წინააღდეგობის ჯგუფურად გაწევას   გულისხმობს.  ოთარ და თემურ მიქელაძეებმა და მალხაზ ბერიძემ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და ამ ხნის მანძილზე ნორმალურ პირობებში იმყოფებოდნენ. 14 მუსლიმი სამართალდამცველებმა სოფელ მოხეში გამართული აქციისას მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

sasamartloo   ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმ მოქალაქეს 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც აღნიშნულმა პიროვნებებმა ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადონ.   11–ვე მუსლიმი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ისინი ამ წუთებში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსკენ მიემართებიან. გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 11 პიროვნებას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით წარედგინა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაახლოებით ოთხი საათის წინ გათავისუფლდა სამი პიროვნება ბორჯომის პოლიციიდან, რომელთაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. იგი პოლიციის მიმართ წინააღდეგობის ჯგუფურად გაწევას   გულისხმობს.  ოთარ და თემურ მიქელაძეებმა და მალხაზ ბერიძემ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და ამ ხნის მანძილზე ნორმალურ პირობებში იმყოფებოდნენ.

14 მუსლიმი სამართალდამცველებმა სოფელ მოხეში გამართული აქციისას მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

| Print |