სამართალი
და-ძმა ერთად გადამხტარა - რას ჰყვებიან ასპინძაში

ასპინძაში 15 წლის გვანცა ვოსკანიანს გლოვობენ. ასპინძაში ამბობენ, რომ 15 წლის გოგო, მტკვარში ძმასთან ერთად გადახტა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მოზარდი დაახლოებით 12 საათიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავმა ე.წ. ერეკლეს ნახიდარიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით მდებარე ხიდთან ნახა. 

,,ახლა ადიდებულია და არ შეიძლება, თორემ ზაფხულში, განა არ წაუღია წყალს ბავშვები, მაგრამ დაუჭერიათ, იმიტომ რომ ბევრია ხალხი. ახლა ადიდებულია და არავინ არის. შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ წყალი მაინც არ ჩაივლის ისე, რომ ვიღაც არ იმსხვერპლოს" - ამბობს მარიამ ტივაძე.

,,ეს ბავშვები გადამხტარან ხელჩაკიდებულები, ძმა გამოვიდა, მაგრამ და ვეღარ.. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ბავშვებს დაუწყიათ ყვირილი, მოგვეშველეთ, ბავშვი იხრჩობაო. მერე კი უცებ მოგროვდა ხალხიც და მაშველებიც, მაგრამ ბავშვი არ ჩანდა და დილამდე ვერავინ ნახა. ახლა წყალი ადიდებულია, თან ეს წვიმები... გაოგნებულები ვართ" - ამბობს ნათელა მაღრაძე.
გვანცა ვოსკანიანი

ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ეძებენ გიმზერ კაველიძეს, რომელიც 5 მაისს დაიკარგა. სოფელ ნაქალაქევში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
| Print |