სამართალი
პოლიციას გამოურიდებია და მერე მაინც დაუჭრიათ - რას ჰყვებიან ბორჯომში

ბორჯომში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევის დროს, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.
დავით ხაჩიძე - ფოტო აღებულია ფეისბუქიდან

ადგილობრივების თქმით, 22 წლის დავით ხაჩიძეს 15-მდე ჭრილობა აქვს, აქედან შვიდი გულის არეში. დაკავებულის ადვოკატის პაატა მანველიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
| Print |