სამართალი
სოფელ მუგარეთთან ავარია მოხდა
დღეს, 28 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქალი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |