სამართალი
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გარდაიცვალა
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადეს, პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |