სამართალი
ახალციხეში ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 29 მარტს ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მესხეთის ქ.#9-ში პირველ სართულს დაახლოებით 11 სთ-თვის გაუჩნდა, სწრაფად აალდა და მოგვიანებით მეორე სართულსაც მოედო. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ერთი ოთახი და არსებული ავეჯი. 

შემთხვევის შედეგად სახლი მთლიანად დაიწვა. სახლში მყოფ ქალს დამწვრობა სახესა და ხელებზე აქვს.

ხანძრის გამო, ქალაქში ელექტროენერგია დროებით გაითიშა. ხანძრის ლოკალიზებას თავდაპირველად ორი, ხოლო შემდეგ ოთხი სახანძრო მანქანით ცდილობდნენ.
| Print |