7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში 43 წლის მამაკაცია ბრალდებული
09:32 / 28.07.2024
43 წლის მამაკაცმა 7 წლის ბავშვზე იძალადა. მამაკაცმა არასრულწლოვანი, რომელიც დედას სამსახურში ახლდა თან, სარდაფში ჩაიტყუა. ქალი თბილისის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო ცენტრში მუშაობს. სწორედ დედის სამსახურში ყოფნისას გახდა ბავშვი უცხო მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას უამბო, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე კამერის ჩანაწერებით გავიდნენ. ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანს უთვალთვალებდა, სარდაფში კი ზუსტად იმ მომენტში ჩაიტყუა, როცა ბავშვი დედისგან მოშორებით თამაშობდა.
ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ადვოკატს საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი. ბრალდებული პოლიციამ იმ უბანში დააკავა, სადაც მას სახლი ჰქონდა ნაქირავები. მანამდე ის ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. დაკავებული ძალადობის ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 7 წლის ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოსამართლის განჩინებით, ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.