სამართალი
უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 12 კგ. თევზი.

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ქირაჩ-მუღანლოს მიმდებარედ მდინარე ხრამზე მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით 16 კგ ხრამულის სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს.

უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
| Print |