ახალციხეში დაჭრის ფაქტზე 2 პირია დაკავებული
ახალციხეში“ დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. შემთხვევა 9 მაისს, რესტორან „ედემში“ მოხდა. ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრილია შუახნის მამაკაცი. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახის ახლობლების გადაწყვეტილებით ის თბილისში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.