ახალციხეში ავტოავარიას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში 28 მარტს მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და ერთი ტრაილერი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, სამმა მგზავრმა კი დაზიანება მიიღო. სამივე მათგანს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"მე-9 არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა.