სამართალი
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, დაბა ასპინძაში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა - 10 000 ლარიანი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ, არ დააკმაყოფილა. პროკურატურის ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.


| Print |