სამართალი
ახალქალაქელი ძმები რაისიანები სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ
"თავისუფალი საქართველოს" ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შვილები ახალციხის პოლიციის თანამშრომლებს ახსნა-განმარტების გარეშე დაკავებაში და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. კარლოს რაისიანი ირწმუნება, რომ ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელექტროშოკით აწამეს.

ძმები რაისიანები მიმდინარე წლის 1-ლ აპრილს მარიხუანის მოხმარების ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ რაც მათ ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, სასამართლომ აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, კარლოს რაისიანი 250 ლარით დააჯარიმა.

თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი, დაკავებულებს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

| Print |