სამართალი
69 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 69 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 71 წლის მამაკაცის საქმეზე ახალიციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 29 ივნისს იმსჯელა. ბრალდების მხარის განმარტებით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის დროს, შურისძიების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მკვლელობა 27 ივნისი მოხდა. 71 წლის მამაკაცმა 69 წლის მეუღლეს ყელი გამოჭრა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

ქალი სოფელ ყაურმის სკოლის დირექტორი იყო.
| Print |