საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ვალესა და ბორჯომის სოფლებში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში.

12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვაბისხევი, ზორეთი, დვირი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |