ახალციხეში, ასპინძასა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ანდრიაწმინდა, ანდა, საფარა, ღრელი, ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - თამარაშვილის, კოსტავას, მესხეთის, გორგასალის, დანიელაშვილის, მანველიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
14 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძაში რუსთაველის, ვარძიის, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, დედაენის და მიმდებარე ქუჩებზე.
15 აპრილს 11:00-დან 13:00 საათამდე - მომხმარებლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი, პატარა გონდრიო. 12:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.