საზოგადოება
1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა
შრომის უფლებების დაცვისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, პირველ მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვასაათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. ამას მოჰყვა საერთო გაფიცვა და ამბოხი ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვასაათიან სამუშაო დღეზე. მაისის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.

მემარცხენე ორიენტაციის გამო, მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი.
| Print |