საზოგადოება
ადიგენში სკოლის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო
ადიგენის ერთ-ერთ სოფელში, ხელოვნების მასწავლებელმა აივანზე თავი ჩამოიხრჩო.

52 წლის მამაკაცის ცხედარი შვილმა ნახა. ე.გ-ს სამი შვილი დარჩა.

სოფელში ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა აქვს თუ არა კავშირი თვითმკვლელობას მის ეკონომიურ მდგომარეობასთან, უცნობია.

„სკოლაში მუშაობდა, ხელოვნებას ასწავლიდა. შეჭირვებული ოჯახი იყო, მაგრამ ისე ძალიანაც არა, რომ თავი მოეკლა. თვითონაც მუშაობდა, ცოლიც და შვილიც. საკუთარმა 17-18 წლის შვილმა ნახა ჩამომხვრჩვალი“, - ამბობენ თანასოფლელები.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე კოდექსით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |