საზოგადოება
ახალციხეში რუსთაველის და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება

 

ქალაქ ახალციხეში ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპისთვის, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მხიედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 216 მ. სიგრძის კეცხოველის და 2,1 კმ. სიგრძის რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს. ამისთვის მას 18 კვირიანი ვადა ექნება.

 


ტენდერი 1 მლნ. 689 480 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს შეწყდება.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელია

 

| Print |