საზოგადოება
,,მაისი გაზომვების თვეა“ - აქცია ახალციხეში
ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას მაისის თვეში უფასოდ შეუძლია არტერიული წნევის გაზომვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა უფასო წნევის გაზომვის აქცია 23 მაისს დაიწყო 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

,,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სამსახურებშიც დავდივართ. წნევას ვზომავთ და მოსახლეობას კონსულტაციებს ვაძლევთ, ერთგვარი პრევენციაა“, - ამბობს ექიმი ეთერი ხმალაძე.

არტერიული წნევის გაზომვა ნებისმიერ ადამიანს მაისის თვის განმავლობაში ახალციხის ცენტრალურ პარკში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუძლია.

აქცია ,,მაისი გაზომვების თვეა“ საქართველოს მასშტაბით ტარდება.
| Print |