საზოგადოება
ახალციხის ხუთი სასაფლაოს ხუთი ისტორია
სოლომონ ლიონიძე, ახალციხეში, რუსეთის იმპერიას გამოექცა, მესხი ორბელიანები კი თურქეთის იმპერიას ემსხვერპლნენ.

ახალციხის სასაფლაოზე დაკრძალული არქიეპისკოპოსის საფლავი სომხური თემისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია, რადგან იქ გენოციდის შემდეგ გაფანტული სომხების გამაერთიანებელი არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის საფლავია.

ახალციხეში ცალკეა ასევე, ,,ებრაელთა სასაფლაო", სადაც მიცვალებულს ისე მარხავენ, რომ სამხრეთ - დასავლეთით, ესე იგი იერუსალიმისკენ ანუ აღთქმული ქვეყნისკენ უნდა იყურებოდეს - ესეც ებრაელთა დაკრძალვის წესია.

გარდა ამისა, ახალციხეში, ე.წ. მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური და ებრაული სასაფლაოების გარდა, არსებობს შედარებით პატარა ადგილი, რომელსაც ადგილობრივები უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოს სახელით იხსენიებენ.

| Print |