26 მაისს ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ერთობლივ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიების ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იქნება დაფუძნებული.
26 მაისს, ციხის ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყოფა - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცედ. www.tv9news.ge გთავაზობთ ხვალინდელი, 26 მაისის დღის პროგრამას:
12:00 – 15:30 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
17:10 - საქართველოს ჰიმნი;
18:00 ანსამბლი „ალილო“;
19:00 რომან რცხილაძე ბენდთან ერთად;
სალექციო სივრცე:
საგამოფენო საინფორმაციო სტენდები ეროვნული ტყე-პარკების შესახებ (ციხის ზედა ნაწილში);
საქართველოს დაცული ტერიტორიების შემეცდებითი ლექცია-სემინარები (ციხის ზედა ნაწილში);
მოსწავლეების პრეზენტაციები თავისუფალი თემით „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ (ციხის ზედა ნაწილში);
თეატრალიზებული წარმოდგენები:
12:00-18:00 „ქართული ფილმი“ - კინო ჩვენება ქართული ფილმის შედევრები (ციხის ზედა ნაწილში, ციტადელზე);
12:00- 18:00 „ქართული მხატვრობა“ გაცოცხლებული ნახატები პერფომანსი (ციხის ზედა ნაწილში);
14:00; 15:00;16:00;საათი - „ქართული ბალეტი“, თანამედროვე კლასიკური ბალეტის ეტიუდები (ციხის ზედა ნაწილში);
14:30; 15:30 საათი - „ქართული ოპერა“, არიები ქართული ოპერიდან (ციხის ზედა ნაწილში);
13:00 -15:45 საათი - „კლასიკური მუსიკის კვარტეტი“ ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები (ციხის ზედა ნაწილში) ;
12:00; 14:45; 16:15 საათი- „ქართული თეატრი“, ნოველები ქართული სპექტაკლებიდან (ციხის ზედა ნაწილში);
13:00; 14:15 საათი „თოჯინების თეატრი“- წარმოდგენა ბავშვებისთვის (ციხის ზედა ნაწილში);
15:30 - 17:00 საათი - „ქართული მუსიკა“ ჯაზბენდი, ელექტრონული მუსიკა (ციხის ზედა ნაწილში);
სპორტული შეჯიბრებები:
12:00- 14:30 ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი (ციხის ქვედა ნაწილში);
15:00-15:30 სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების და მერიის სტიპენდიანტების დაჯილდოება (ციხის ქვედა ნაწილში);
15:30-16:00 ველორბოლა შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე;
დღის ბოლოს, ღონისძიებები სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდება.