ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ბიბლიოთეკისა და
ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება
შენობის სახურავი, მოეწყობა შიდა ინტერიერი და მიმდებარე ტეროტორია.
ასევე, ეზოში დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება გარე განათება.
შენობაში ოთხი ოთახის მოწყობაა გათვალისწინებული. ერთი ამბულატორიას
დაეთმობა, სამი კი ბიბლიოთეკას. მშენებლობაზე 6 ადამიანია
დასაქმებული. შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება. სამუშაოებს შპს “მშენებელი–2004” 32
449 ლარის ფარგლებში ახორციელებს.მშენებლობა 18 მაისს
დასრულდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ მუსხში, ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო
სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, მთლიანად
შეიცვლება შენობის სახურავი, მოეწყობა შიდა ინტერიერი და მიმდებარე
ტეროტორია. ასევე, ეზოში დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება გარე
განათება.
შენობაში ოთხი ოთახის მოწყობაა გათვალისწინებული. ერთი
ამბულატორიას დაეთმობა, სამი კი ბიბლიოთეკას.
მშენებლობაზე 6 ადამიანია დასაქმებული.
შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება. სამუშაოებს შპს “მშენებელი–2004” 32
449 ლარის ფარგლებში ახორციელებს.მშენებლობა 18 მაისს
დასრულდება.