საზოგადოება
მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს
მართვის მოწმობის აღების მინიმალური ასაკის ზღვარი იცვლება. A1 ქვეკატეგორიის და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება. ამას შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება.

| Print |