საზოგადოება
დასუფთავების აქცია ზიკილიაში
სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ,,ბეღურების" მონაწილეებმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად დასუფთავების აქცია მოაწყეს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ცენტრალური საავტომობილი მაგისტრალის გადასახვევიდან სკოლამდე მისასვლელი გზა.

ეკოკლუბის მიზანი სუფთა გარემოში სწავლაა. დასუფთავების აქცია 31 მაისს გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქციებით ბავშვებს გარემოზე მზრუნველობითი დამოკიდებულება და დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედების ხარისხის გაცნობიერებაა.


| Print |