საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციამ ეტლები ბორჯომის მერიას, მერიამ კი შშმ პირებს გადასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცეს.

ინიციატივა საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის და ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა. თვითმმართველობას 25 ეტლი არასამთავრობო ორგანიზაციამ მიაწოდა.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნერია ავრცელებს. 

ეტლების გადაცემისთვის ბორჯომს აღნიშნული ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, ასოციაციის წევრები და დონორი ორგანიზაციის LDS Charities წარმომადგენლები ბარტ და რენე მანგამები ესტუმრნენ.

ისინი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახებში მივიდნენ და ეტლები ბენეფიციარებს ადგილზე მიუტანეს.

მერიის ინფორმაციით, ეტლის მისაღებად მათთან აქამდე შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია.

| Print |