საზოგადოება
„ჯავახეთში სომხური მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს“ - ზურა ხაჩიძე

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ფიქრობს, რომ რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები თავს მიტოვებულად გრძნობენ.

 

ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ადგილობრივებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიისას უთხრეს.

„მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სომხური მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები რეგიონისა და ქვეყნის ცხოვრებაში. ის ადამიანები ცოტა მიტოვებულად გრძნობენ თავს იმიტომ, რომ შეხვედრების დროს ამას მეუბნებოდნენ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ხაჩიძემ.
| Print |