საზოგადოება
ვალეში დაზიანებული ტროტუარების შეკეთება დაიწყეს

 

ქალაქ ვალეში, ერთი წლის წინ დამონტაჟებულ ტროტუარზე, დაზიანებული ადგილების შეკეთება დაიწყეს. რკინის კონსტრუქცია 2017-18 წლებში შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ დაამონტაჟა და ერთ წელში წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრაც, ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელ კომპანიას ევლება.

 


შპს-ს დირექტორის ავთო კაჭკაჭაშვილის თქმით, ტრუტუარებზე ტემპერატურის ცვლილება მოქმედებს, რაც მის დაზიანებას იწვევს.

ვალეში, 2018 წელს დამონტაჟებული საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების შესახებ მასალა „მეცხრე არხმა“ ოთხ ივნისს მოამზადა. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ მშენებელი კომპანია საქმის კურსში იყო და დაზიანებას აღმოფხვრიდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტროტუარების შესახებ მისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. 

რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიას დაზიანების შესახებ შეატყობინეს, რის შემდედგაც ამ ადგილების შესწავლა დაიწყო.

| Print |