საზოგადოება
240 დაშავებულიდან კლინიკაში მკურნალობას 52 პირი აგრძელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. 

20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას დაშავებული 240 პირიდან 80 სამართალდამცველია. აქედან ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა.
| Print |