საზოგადოება
პროტესტის მესამე დღე - რუსთაველზე აქცია იმართება

 

რუსთაველის გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა გადაიკეტა. ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

 


აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, 20 ივნისს დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. ასევე ითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებიც ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

 

| Print |