საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია ავტომობილების ინსპექტირების ცენტრებს ამოწმებს

 

„ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციამ“ ტექინსპექტირების ობიექტების შემოწმება ახალციხიდან დაიწყო.

 

ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში ხარვეზები ნაკლებად არის, თუმცა პრობლემურია რეფორმა.

მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ცენტრები ყველა რეგიონში შემოწმდება, ასოციაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნის.

სავალდებულო ტექდათვალიერება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დავით მესხიშვილის თქმით, პროცესით კარგი შედეგის დადგომას ხელს უშლის საწვავის ხარისხი. სპეციალისტს კითხვები განსაკუთრებით დიზელთან აქვს. მისი ვარაუდით, ინსპექტირებიდან დამაკმაყოფილებელი შედეგი მაშინ მიიღება, როცა კანონის აღსრულება გზებზე დაიწყება. დავით მესხიშვილის თქმით, თუ ავტომობილს აქვს შეფერილი გამონაბოლქვი, საპატრულო პოლიციას უნდა შეეძლოს გაჩერება და მისი შემოწმება.

„თუ შევცვლით კატალიზატორს, მოვაწესრიგებთ ავტომობილს და ჩავასხამთ დაბინძურებულ საწვავს, შედეგს ვერ მივიღებთ. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ეხება არა კონკრეტულ ცენტრს, არამედ რეფორმას“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

სამცხე-ჯავახეთში ინსპექტირების სამი ცენტრია. ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში.

| Print |