საზოგადოება
როგორ გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა - შეხვედრა ახალციხეში
27 ივნისს, დღეს, შეხვედრა გაიმართა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც განიხილეს ახალციხის მერიის 2019-2022 წლების „კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის“ გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალციხის მერიის მიზნები და ამოცანები გააცნეს. მესამე სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ერთობლივ დოკუმენტში პრიორიტეტები 6 საკითხად გადანაწილდა:

1. ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაუმჯობესება
2. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება
3. გამჭვირვალობის სტანდარტების დახვეწა ახალციხის მერიაში
4. საზოგადოებრივი ჩართულობის და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება
5. ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესება
6. კონკურენციიას გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში.

პროექტის მიხედვით ექვსივე ამოცანის შესრულება უნდა მოხდეს ორწლიან ვადაში. პროექტში სამი მუნიციპალიტეტია ჩართული - ახალციხე, ქუთაისი და ბათუმი, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ.

ღონისძიება ტარდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით.



| Print |