საზოგადოება
ახალციხეში ქუჩები და სარდაფები დაიტბორა

 

ახალციხეში, ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობას სარდაფები, ავტოფარეხები, კომერციული ფართები დაეტბორა, ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

 


განსაკუთრებით რთული ვითარებაა თამარაშვილის ქუჩაზე. აქ მდებარე თონე წყლით და ლამით არის დატბორილი. 

თამარაშვილის ქუჩაზე საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს და გზას წმენდს. რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევარდა. აქ სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ძლიერმა ქარმა ვალეში ხე მოგლიჯა.

ადგილზე თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

| Print |