საზოგადოება
ახალციხეში პურის საცხობი დაიტბორა
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის გამო, პურის საცხობი დაიტბორა. ნიაღვარმა ზედა ქუჩებიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღი შენობაში შეიტანა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა მუშაობდა. მაშველებმა საცხობის ტერიტორიიდან წყალი ამოტუმბეს. მეპატრონის თქმით, სტიქიამ საცხობში ყველაფერი დაუზიანა. მათ შორის 15 ტომარა ფქვილი და ტექნიკა.



| Print |