29 ივნისიდან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისიდან 2 ივლისამდე, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად დაიკლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.