საზოგადოება
სანიაღვრე არხების სრულად გაწმენდა გამოამინდების შემდეგ მოხდება
28 ივნისს მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები ს ძირითადად თამარაშვილის ქუჩაზე შექმნა. უხვი ნალექი სანიაღვრე არხმა ვეღარ გაატარა და წყალმა ადგილობრივების კომერციული ფართები, სარდაფები და მიწის ნაკვეთები დატბორა.

ახალციხის მერი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ პრობლემის სრულად გადასაჭრელად საგზაო დეპარტამენტის მიერ ადგილზე მუშაობას და გამოამინდებას ელოდებიან. ზაზა მელიქიძის თქმით, ყველა პრობლემურ ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

,,უხვმა ნალექმა პრობლემები ქალაქში გუშინ შექმნა, თორემ მერია ერთი კვირაა ურავლიდან დაწყებული ხეოთი, მუსხის მიმართულებით წმენდს გზას და სწავლობს სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს. რაც შეეხება ქალაქს, არის სანიაღვრე არხი, რომელიც გასაწმენდია თამარაშვილის ქუჩაზე, საგზაო დეპარტამენტს მივაწოდეთ ინფორმაცია და ველოდებით უკვე, რომ დღეს მოვიდნენ და იმუშაონ" – აცხადებს ახალციხის მერი.


ძირითადად კერძო მოსახლეობა დაზარალად ამჯერად, მასშტაბური ზარალი არ მიუღიათ, თუმცა შესწავლის შემდეგ შევეცდებით, რომ დავეხმაროთ. ძირითადად საოჯახო ტექნიკის დაზიანებაა, სახლის დანგრევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, ერთადერთი თამარაშვილის ქუჩაზე ბუხარი ჩამოენგრა ერთ ოჯახს, ვნახეთ და ალბათ შევძლებთ დახმარებას“ -
აცხადებს ზაზა მელიქიძე.

ახალციხეში, ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობას სარდაფები, ავტოფარეხები, კომერციული ფართები დაეტბორა, ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.



| Print |