ახალციხის ციხეზე გამოფენები და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს (ვიდეო)
15:10 / 30.06.2019
ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტზე ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით და გამოფენებით გრძელდება. ამ წუთებში მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში შეჯიბრება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ჩემპიონატი ჭიდაობასა და გეზრბენში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს საზეიმოდ დააჯილდოვებენ.
პარალელურად მიმდინარეობს ხელნაკეთი ნამუშევრების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ახალციხის ციხის ზედა ნაწილში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.