ტამიშის ბრძოლაში დაღუპულებს ახალციხეში პატივი მიაგეს
13:53 / 02.07.2019
აფხაზეთის ომის მონაწილეებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. ვეტერანებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სანთლები აანთეს. ტამიშის ბრძოლაში დაღუპულებს შორის სამი ახალციხელია. გიორგი ჯაფარიძე და თამაზ თათოშვილი ორ ივლისს, თემურ კაჭკაჭაშვილი კი სამ ივლისს მოკლეს.
1993 წლის 2 ივლისს, დილის 5.00 საათზე, სოფელ ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს.
ქართულმა მხარემ ათდღიანი ბრძოლის შედეგად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგა. საბოლოოდ, ქართველმა სამხედროებმა ტამიშის დესანტი დაამარცხეს.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დავით ფეიქრიშვილის თქმით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ომის მონაწილეები ყოველი წლის ორ ივლისს იკრიბებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.