საზოგადოება
ტამიშის ბრძოლაში დაღუპულებს ახალციხეში პატივი მიაგეს

 

აფხაზეთის ომის მონაწილეებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. ვეტერანებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სანთლები აანთეს. ტამიშის ბრძოლაში დაღუპულებს შორის სამი ახალციხელია. გიორგი ჯაფარიძე და თამაზ თათოშვილი ორ ივლისს, თემურ კაჭკაჭაშვილი კი სამ ივლისს მოკლეს.

1993 წლის 2 ივლისს, დილის 5.00 საათზე, სოფელ ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს.

ქართულმა მხარემ ათდღიანი ბრძოლის შედეგად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგა. საბოლოოდ, ქართველმა სამხედროებმა ტამიშის დესანტი დაამარცხეს.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის დავით ფეიქრიშვილის თქმით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ომის მონაწილეები ყოველი წლის ორ ივლისს იკრიბებიან.

| Print |