საზოგადოება
ახალქალაქელი მოკრივის საპრიზო ადგილი ევროპის ოლიმპიურ თამაშებში
ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი ევროპის ოლიმპიური თამაშებიდან საპრიზო ადგილით დაბრუნდა. მოკრივემ ბელორუსიაში, ქ. მინსკში, 60 კგ. წონიტ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრების 10 სპორტსმენი მონაწილეობდა. სამშობლოში საპრიზო ადგილით ოთარ ერანოსიანთან ერთად, სახილ ალახვერდოვი დაბრუნდა, რომელმაც 49 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში უკვე დაბრუნდა. ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე 21-30 ივნისს იმყოფებოდნენ. 
ლურჯ მაისურში ოთარ ერანოსიანი.
ფოტო: საქართველოს კრივის ფედერაცია
| Print |