საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 2.45 მილიონი (65.8 %), რაც 0.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ანუ 2018 წელს წყალმომარაგების სისტემაზე არ იყო მიერთებული მოსახლეობის 34.2%.