საზოგადოება
ბორჯომში ანტისაოკუპაციო წარწერები წაშალეს

 

ბორჯომის ქუჩებში წარწერა - "რუსეთი ოკუპანტია" წაშლილია. წითელი საღებავით გაპროტესტებული ოკუპაცია, დღეს სხვადასხვა ფერის საღებავებით გადაღებეს და წარწერები წაშალეს.

საკურორტო ქალაქში, 9 აპრილის ქუჩაზე, სტენსილები რამდენიმე დღეა გამოჩნდა. ეს არის ქუჩა სადაც ყველაზე მეტი ტურისტი გადაადგილდება.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |