საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩიდან სამშენებლო ნაგავი გაიტანეს

 

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, სამსართულიანი კორპუსის ტერიტორია ცემენტის ტომრების, სილისა და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

ადგილობრივები ერთი თვის წინ ჩიოდნენ, რომ ნაგავი საცხოვრებელთან მუშებმა მაშინ დატოვეს, როცა სადარბაზოს მოწყობის და ფასადის შეღებვის სამუშაოები ჩაატარეს. სამშენებლო ნაგავს კი ადგილობრივებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაუმატეს. 

ზუსტად ერთი თვის წინ კომპანიამ, რომელმაც თამარაშვილის ქუჩაზე სამუშაოები შეასრულა გვითხრა, რომ სადარბაზოს გარემონტება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. შპს “ABBEKA“-ს მთავარი ინჟინერის გიორგი მეკერიშვილის თქმით, სამშენებლო სამუშოები ათ დღეში უნდა დასრულებულიყო და სამშენებლო ნარჩენებისგან ქუჩა ამის შემდეგ გაიწმინდებოდა.
| Print |