SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
პაატა ნათენაძე - აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლი

 

„დღის ოთხი საათი იქნებოდა. ოჩამჩირის სოფელ არადუში ვიმყოფებოდით. მოუმზადებლები ვიყავით, არ გვიფიქრია, რომ აფხაზები ჩაგვისაფრდებოდნენ. სნაიპერის ტყვია პაატას მოხვდა. მისი სიკვდილის შემდეგ ქაოსი შეიქმნა, აქედან დაიწყო აფხაზეთის ომი“, - ვიცე-პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე.

აფხაზეთის 13-თვიანი ომი მესხი მებრძოლის, პაატა ნათენაძის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ის აფხაზეთში თავის დაქვემდებარებაში მყოფ 60 მებრძოლთან ერთად, 13 აგვისტოს გაუშვეს. მათი მთავარი მიზანი სტრატეგიული ობიექტებისა და რკინიგზის დაცვა იყო.

„პაატას კრიმინალური პოლიციის უფროსმა ბორია ივანოვმა უთხრა, დარჩი, ეს მალე არ დასრულდება და შენს საქმეს მიხედეო. კაბინეტში სამხედრო ფორმა გაიხადა და სამოქალაქო ჩაიცვა. ეზოში რომ ჩამოვიდა დაინახა წასასვლელად გამზადებული პატარა ბიჭები და თქვა არა! მე რომ აქ დავრჩე, რომელიმეს რამე რომ მოუვიდეს მის დედასთან ვერ მივალ და ვეტყვი: მე სახლში ვიჯექი და შენი შვილი იქ დაიღუპა. აბრუნდა, გამოიცვალა და წავიდა“, - გვიყვება როგორ ნახა უკანასკნელად ქმარი მარინა ჟუჟუნაძემ.
მარინა ჟუჟუნაძე შვილიშვილთან ერთად

„13 აგვისტო იყო, თბილისის გარნიზონის პირადი შემადგენლობა, 600 თანამშრომელი აფხაზეთის ტერიტორიაზე წაგვიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“, -
იხსენებს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე.

იმ დღეს სენაკში დაბინავდნენ. მეორე დღეს, დილის ექვს საათზე, თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ზუგდიდის გავლით გალში შევიდნენ.

„გზადაგზა აფხაზი მებრძოლების ბლოკპოსტები გვხვდებოდა. ჩვენი მხრიდან იარაღის ჩამორთმევა ხდებოდა და გზას ვაგრძელებდით“, - იხსენებს დონი ფანჩულიძე.

ოჩამჩირესთან უთხრეს, რომ შინაგანი ჯარის რიგით ომარ ფურცელაძეს სნაიპერის ტყვია მოხვდა. მის დასახმარებლად პაატა ნათენაძე და რამდენიმე სამართალდამცველი შემთხვევის ადგილისკენ დაიძრა.

„სნაიპერი გვიმიზნებდა, მისი ტყვია პაატას მოხვდა. 5 წუთში ორი თანამშრომელი დაგვეღუპა - ომარ ფურცელაძე და პაატა ნათენაძე“.

მესხი მეომარი ახალციხის სოფელ წნისშია დაკრძალული.

„დიდუბის პანთეონში უნდოდათ დაკრძალვა, მაგრამ მისი სურვილი და თხოვნა იყო, რომ მშობლიურ სოფლში დაეკრძალათ. თითქოს წინასწარ გრძნობდა, ამბობდა თუ რამე მომივა, სუფთა ჰაერზე მინდა მშვიდად ვიყოო“, - გვიყვება მარინა ჟუჟუნაძე.

პაატა ნათენაძე 1959 წელს ქალაქ ვალეში დაიბადა. 1987 წელს შსს-ს პოლიციის აკადემია დაამთავრა და გამომძიებლად იმ წელსვე დაიწყო მუშაობა. როცა აფხაზეთში მიდიოდა, 33 წლის პოლიციის მაიორმა სახლში ცოლი და ცხრა წლის შვილი დატოვა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ, დილის შვიდ საათზე შეიტყო.

„ფიზიკურად და სულიერად უძლიერესი ადამიანი იყო, რომელსაც თუ რამე მოერეოდა ვერ წარმოვიდგინდი. უცებ დავდექი ფაქტის წინაშე, რომ აღარ არის. ნინოსთვის (შვილი) ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ერთი წელი არ ლაპარაკობდა, არავისთან კონტაქტობდა. ძალიან გაუჭირდა იმის მონელება, რომ მამა აღარ ჰყავდა“, - 27 წლის წინანდელ მოვლენები მარინა ჟუჟუნაძემ „მეცხრე არხთან“ გაიხსენა.

აფხაზეთის ომის პირველ მსხვერპლს დღეს, ცხრა ივლისს 60 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღეზე ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ჯერ საფლავზე, შემდეგ კი ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან იკრიბებიან.

„ვეტერანები თუმდაც სიმბოლურად სანთელს დავუნთებთ, ყვავილებით შევამკობთ და თითო ჭიქას შევსვამთ. სხვა რა შეგვიძლია“, - ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი.
ვეტერანები მემორიალთან 

პაატა ნათენაძე პოლიციის პოლკოვნიკის წოდებაზე იყო წარდგენილი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“. მესხ მეომარს ერთი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს.

„მეგონა რომ არ დამტოვებდა. ალბათ იფიქრა, რომ მე აქ უფრო მეტი პატრონი მყავდა, ვიდრე იქ თავის ბიჭებს. აფხაზეთში წასვლა იყო მისი შეგნებული გადაწყვეტილება“, - ამბობს პაატას და ია ნათენაძე.
ია ნათენაძე

1992 წელსვე, ახალციხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დედა ენის ქუჩისთვის სახელი შეეცვალათ. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა 27 წელია აფხაზეთის გმირის სახელს ატარებს.

ნათენაძის ქუჩის მოსახლეობას და აქ განთავსებული ობიექტების თანამშრომლებს ვკითხეთ, ვინ იყო პაატა ნათენაძე. 16 ადგილობრივიდან აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლის შესახებ მხოლოდ სამმა პირმა იცოდა.
პაატა ნათენაძის ქუჩა
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비https://vozolturkiyedistributoru.com/배트맨티비jojobetsahabetmatadorbet스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetmatadorbetpusulabethuqqabetvaycasinoVbetbetciholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetmatbetStreameastholiganbetbetebetgobahissetrabetmarsbahis girişgobahisBets10pusulabetpusulabetMavibetnakitbahisholiganbetjojobetjojobetholiganbet girişjojobetgrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinokavbet girişholiganbetmatadorbet girişlimanbetcasibompalacebetcasibomteknoloji haberlericasibom girişPorno İzlegalabetcasibomcasibom girişjokerbetjokerbetyakabetCasibombetpuanmatbet girişdinamobetvdcasinoSekabet girişmarsbahisbetkolikbetcioyakabetyakabetyakabetMavibetholiganbetkavbetkralbet girişmavibetmavibetmavibetbetnano girişcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabetcasibomkolaybetjojobetelexbetelexbetStreameastfixbetsonbahistimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetholiganbethiltonbethiltonbet영문주소casibomสล็อตBetigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbetcasibomzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibomasdsadasdasdasdasfdasfasfbahiscasinoholiganbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginlimanbetcasibomjojobetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetvdcasinoSahabet twitterumzugsfirma wienmatbetcasibomhttps://iqostereabypuff.com/