საზოგადოება
ცვლილებები ავტომანქანის განბაჟებისა და რეგისტრაციაზე
ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განაცხადა,რომ სააგენტო დისტანციური სერვისების დანერგვის მიზნით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს.

"ჩვენ ვფიქრობთ სერვისების ტრანსფორმაციას, მაქსიმალურად დისტანციურს ვხდით ყველა სერვისს. ამ მიმართულებით ჩვენთან მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მაგალითად, ვმუშაობთ ავტომობილის განბაჟებასა და რეგისტრაციაზე, რომელსაც მოქალაქე სახლიდან შეძლებს", - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

| Print |