საზოგადოება
საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი
12-13 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია მოვიდეს სეტყვა და გაძლიერდეს ქარი.

ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათი მონაცემებით, შავ ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |