საზოგადოება
ტურისტული ემბარგო და სასტუმროს გაუქმებული ჯავშნები ახალციხეში
რუსული ტურისტული ემბარგო, ქართველი ჟურნალისტის მონოლოგის გამო ქვეყანაში შეცვლილი დღის წესრიგი, პუტინის მიერ გადაწერილი საქართველოს ისტორია და ქართველ ხელისუფალთა განცხადებები ახალციხელთა გულისწყრომას იწვევს. თინა მესხიძე ზვიად გამსახურდიასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1988 წლიდან ჩაერთო. შექმნილი მდგომარეობის გამო დღეს ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნების საფრთხეს ხედავს და აცხადებს, რომ საქართველოს რუსომანია დაეწყო.

"არ ვიცი რა სჭირს საქართველოს, რუსომანია. ბარემ დაგვასვან თავზე მთელი რუსეთი და ეგ იქნება. მაგით მოვრჩებით ყველაფერს, ძლივს გავთავისუფლდით, 1988 –89 წწ. მიტინგებზე მეც ვიდექი, ჩემი ხელმოწერაც არის ზვიად გამსახურდიას აქტში“, – ამბობს თინა მესხიძე.

კიდევ ერთი ახალციხელი ნანა ბერიძე იმ დროს იხსენებს, როცა დასასვენებლად წასვლა მოსკოვისთვის უნდა შეეთანხმებინა. ამბობს, რომ იმ დროში დაბრუნება არ სურს, თუმცა დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსი ტურისტები აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში მაინც ჩამოვლენ.

,,რუსებს ისე უყვართ საქართველო და ქართველები, რომ ვერავინ დაკავებს მაგათ, იმიტომ რომ მოვისმინე, თუ თვითმფრინავით ნებას არ მოგვცემენ, მანქანებით წამვალთო. სახელმწიფოს, ბიუჯეტსაც დააკლდება, სამუშაო ადგილებიც ცოტა იქნება, ხალხი ვერ გაიმართავს ხელს", – იხსენებს ნანა ბერიძე.

ნატალია გოლოვაჩოვა საქართველოს ტიუმენიდან წელს მეხუთედ ესტუმრა. პუტინის ემბარგოს მიუხედავად, მეგობრებსა და ნათესავებს საქართველოს სანახავად ეპატიჟება. ახალციხის ციხის დათვალიერებისას, აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ხალხი უყვარს.

,,თითქმის 6 ათასი კმ გამოვიარე, უზომოდ შეყვარებული ვარ საქართველოზე და ყველას ვურჩევ აქ ჩამოსვლას. ჩემმა მეგობრებმა იციან, როგორ მიყვარს საქართველო – ყველას ვეპატიჟები, ჩამოდით საქართველოში. ყველაზე მეტად ხალხი მიყვარს, ასეთ ადამიანებს არასდროს არსად შევხვედრივარ. ეს ყველაზე დიდი სიყვარულია, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნები – ჩამოდით საქართველოში,“ – ამბობს ნატალია გოლოვაჩოვა "მეცხრე არხთან". 

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, რუს ტურისტთა ჩამოსვლა საქართველოში გრძელდება, თუმცა მათი რაოდენობა შემცირებულია – ამბობენ ახალციხელები.

,,შეიძლება პუტინის განცხადების მერე, ბევრი ტურისტი რუსეთიდან აღარ ჩამოვიდეს, მაგრამ მარტო რუსეთზე ხომ არ არის დამოკიდებული საქართველოს ბიუჯეტი და ტურისტული სფერო ზოგადად, თუმცა ყველაზე მეტი მხარჯველი რუსი ტურისტია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ჩამოსვლა, შემოვლითი გზით მაინც ჩამოვა", – ფიქრობს სერგეი ფიდანიანი.

,,ალბათ, დასაწყისში იმოქმედებს ხალხის ფინანსებზე. ხალხმა რა დააშავა? უფროსობამ და პარლამენტარებმა რაღაც დააშავეს და ხალხი არაფერ შუაში“, – ამბობს ნაირა კაპანაძე.

,,არ შეწყდება ტურისტების მოსვლა საქართველოში, როგორც ადრე მოდიოდნენ, კიდევ ასე გაგრძელდება“,
– ფიქრობს რუსლან ამბარცუმიანი.

შექმნილი ვითარების გამო, ახალციხის მოქმედ სასტუმროებში, ივლისისა და აგვისტოს ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. სასტუმროს მენეჯერები ამბობენ, რომ პროცესი გავრილოვის საქართველოში ვიზიტამდე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სასტუმრო ,,ტიფლისის“ მენეჯერი გიორგი გურგენიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარება სხვა ქვეყნების დახმარებით შესაძლებელია.

,,რუსეთმა დიდი დარტყმა მიაყენა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს თავისი აკრძალვებით, ტურისტების რაოდენობა ძალიან შამცირა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც დიდ პოპულარიზაციას გვიწევენ და გვპირდებიან, რომ შედარებით მეტ ტურისტს გამოუშვებენ ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ისრაელმა გამოაცხადა, რომ წლევანდელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 200 ათასამდე გაიზრდება“

საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა კოლეგებთან ერთად საქართველო დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფო წესით დატოვა. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 19 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8002
EUR
EUR
1
2.8387
RUB
RUB
100
2.8423
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6710
კალენდარი
«« აპრილი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum marsbahis marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişsalt likityouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosbetebetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomsekabetkavbetbettiltjojobethttps://iaknambon.ac.id/media/agenda/default/marsbahisbetkanyonİmajbet GirişdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbetsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetSahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetİmajbet Girişjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilbahissafirbetjojobetimajbetgalabetmatbetonwinqueenbetbetvoletumbettümbetbaywin girişbaywinpiabellaholiganbetinterbahiskingbettingromabetcasibomtempobetpiabetbakırköy escortvbet