საზოგადოება
ქალთა მიმართ განხორციელებულ კიბერ ბულინგზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
პროექტის „#შენიუსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ახალციხელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ტრენინგზე პერსონალურ მონაცემებსა და ონლაინ სივრცეში მათ დაცვაზე, ქალთა მიმართ განხორციელებულ კიბერ ბულინგზე, სამართლებრივ ასპექტებსა და კიბერ სოლიდარობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა, რომელსაც 20-მდე ახალგზარდა ესწრებოდა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში გაიმართა.

სამიზნე აუდიტორიაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები 15-35 წლის ახალგაზრდები, ასევე თემით დაინტერესებული პირები.

ტრენინგების ციკლი რამდენიმე თვე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა ახალციხეში ჩატარდა, შემდეგი დაგეგმილია ადიგენსა და ვალეში. ტრენინგი ძირითადად, ახალგაზრდებზეა გათვლილი.

პროექტი მიზნად ისახავს ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის/მუქარის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, პრევენციის, მასზე რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარადაჭერას.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია" (CIA) ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

| Print |